Wednesday, October 1, 2014

მეორე დღის რეფლექსია

სამწუხაროდ პრობლემების გამო ვერ მომიხერხდა მეორე დღის რეფლექსიის დროულად დაწერა. ამ დღეს, ჩვენ კოლეგებს გავაცანით ერთმანეთის პროექტის იდეები, ვიმსჯელეთ და მივეცით რჩევები. შემდეგ იგივე გავიმეორეთ ბლოგზე, ანუ იგივე დავწერეთ ბლოგზე და კომენტარების საშუალებით გავუზიარეთ იდეები და რჩევები ერთმანეთს. ასევე დავიწყეთ მუშაობა ბროშურის შესაქმნელად. გავაკეთეთ გარეკანი. მომდევნო შეხვედრისათვის უნდა  მოვიფიქროთ ბროშურის შინაარსი.

Saturday, September 27, 2014

ჩემი პროექტის იდეა

ჩემი პროექტის თემაა "ცეკვის ფესტივალი". პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის ცეკვის ფესტივალებზე, იმსჯელონ ერთმანეთის მსგავსებასა და განსხვავებაზე. ისინი დააკვირდებიან ქართული ცეკვის ფესტივალს და დაამზადებენ ბუკლეტებს, რომელსაც დაურიგებენ მასწაბლებლებსა და სხვა კლასის მოსწავლეებს.

პირველი დღის რეფლექსია

დავრეგისტრირდით intel-ის სასწავლო პროგრამაზე. გავეცანით სასწავლო გეგმის მიზანს. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა